პარტია "განახლებული საქართველოსთვის" ოფიციალური წერილით აშშ-ს ელჩსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომადტიურ კორპუსს მიმართავს.
"მიუხედავად დემოკრატიული თანამეგობრობის არაერთი გაფრთხილებისა, რომელიც სულ ახლახანს დაგვირგვინდა პრეზიდენტ ობამას მხრიდან მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილი მკაფიო მესიჯით - „ველოდებით, რომ 2012 წელს საქართველოში ჩატარდება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და მოხდება ხელისუფლების ფორმალური (ოფიციალური) გადაცემა"! - საქართველოს ხელისუფლება ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით კვლავ აგრძელებს მოსახლეობის შანტაჟს, ტერორსა და ხელისშეშლას ნორმალური საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების წინააღმდეგ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია „განახლებული საქართველოსთვის" რეგიონალური სამსახურის უფროსის ოჯახის წინააღმდეგ განხორციელდა ზეწოლა, კერძოდ ლაშა გვასალიას მამა, რომან გვასალია გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან, ხობის რაიონში ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და რეალური მიზეზის დასახელლების გარეშე. როგორც პარტია „განახლებული საქართველოსთვის" რეგიონალური სამსახურის უფროსი ლაშა გვასალია მიიჩნევს, ეს ფაქტი პირდაპირ უკავშირდება მის პოლიტიკურ აქტივობას, რომლის ორგანიზებით რამდენიმე დღის წინ ხობის რაიონში დაარსდა რაიონული ორგანიზაცია და გაწეულ იქნა აგიტაცია პარტიის მხარდამჭერებისა და მოსახლეობისათვის. ასევე ცნობილი გახდა, რომ „განახლებული საქართველოსთვის" ხობის რაიონული ორგანიზაციის ოფისის მეპატრონეს კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა ოფისი იძულებით დაახურინეს.
4 თებერვალს პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის" რაიონული ორგანიზაციის დაფუძნებისას გარდაბნის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი უშიშროების ორგანოების მხრიდან შეკრებილი მხარდამჭერების მიმართ შანტაჟს და მუქარას, რაც გამოიხატა უშიშროების ორგანოს რამდენიმე მანქანის პერმამენტული მოძრაობით, თვალთვალით და ვიდეოგადაღბით, რის გამოც ოფისის მეპატრონე იძულებული გახდა უარი ეთქვა რაიონული ორგანიზაციის დაფუძნების ღონისძიების ჩატარებაზე. ადგილობრივ აქტივისტებსა და პარტიის ლიდერს ნანა გულუას გუნდის წევრებთან ერთად ორგანიზაციის დაფუძნება მოუხდათ გარდაბნის რაიონის ყოფილი მებოსტნეობის მეურნეობის შენობაში, რაც შეიძლება შეფასდეს კანონით გათვალისწინებული პოლიტიკური აქტივობის ხელშეშლად.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკაშირებით პარტიის ლიდერი ნანა გულუა უახლოეს დღეებში ოფიციალური წერილით მიმართავს ა.შ.შ.-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბატონ ჯონ ბასს და სხვა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ არ დაუშვას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვოლუნტარიზმი და თანასწორუფლებიანობის პრინციპის გათვალისწინებით უზრუნველყოფილი იქნეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ქვეყანაში".