ბიჭვინთის სანაპიროსთან რუმინულმა სატვირთო გემმა "მიდია-24"-მა კატასტროფა განიცადა. მას სოჭოს ოლიმპიადისათვის საშენი მასალა გადაჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფომაციით, გემი ცარიელი იყო, ხოლო მისი ეკიპაჟის არც ერთი წევრი არ დაზარალებულა. ხუთივე მათგანი რუმინეთის მოქალაქეა.
"საბედნიეროდ ინციდენტის შედეგად საწვავის ავზები არ დაზიანებულა. სამაშველო სამუშაოები სასწრაფოდ უნდა დაიწყოს, წინაღმდეგ შემთხვევაში სტიქიის კიდევ ერთ შემოტევას გემი ვეღარ გაუძლებს", _ უწყება აფხაზური მხარე და იქვე აღნიშნავს, რომ აფხაზი მაშველები მზად არიან სამაშველო ოპერაციაში ჩაერთონ.