ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში "ეროვნული ფორუმიც" შევა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ განუცხადა.
"ახალ კოალიციას აქვს სურვილი, "ეროვნული ფორუმი", როგორც პოლიტიკური სუბიექტი, მას შეუერთდეს. ჩვენი მხრიდანაც არის პოზიტიური განწყობა და შევთანხმდით, რომ "ეროვნული ფორუმი" ახალი კოალიციის წევრი გახდება. ამ საკითხს ჩვენს აქტივს გავაცნობთ, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, დადებითად იქნება აღქმული", - განაცხადა შარტავამ.
მისი თქმით, დანარჩენი საკითხები, კოალიციის ფორმირების წესი და სხვა დეტალები უახლოეს ხანში გახდება ცნობილი და გამოცხადდება.
როგორც შარტავამ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის პარტიისა და ახალი კოალიციის ფორმირება, სავარაუდოდ, თებერვალში მოხდება.