საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მსოფლიო კარგად აცნობიერებს დიქტატორული რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს.
"მინდა პარალელი გავავლო წლევანდელ მიუხენსა და 4 წლის წინანდელ კონფერენციას შორის, როდესაც მაშინ ჩავიდა რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი თითი უქნია ყველას. დღეს კი ის საფრთხე რომელიც მსოფლიოში, ევროპაშია და რომელიც დიქტატორული რუსეთიდან მოდის უკვე აშკარა. ყველა ამ პრობლემას რამდენიმე წლის წინ საქართველო აყენებდა და ახლა უკვე ნათელია ყველასთვის, რომ მათ მოგვარება სჭირდებათ", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე შეფასებით, წლევანდელ კონფერენციაზე ამ მიმართულებით მკაფიო გზავნილები გაკეთდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
"ჩვენ ცოტა გავასწარით დროს და ჩვენმა კოლეგებმა ახლა გააცნობიერეს, რა საფრთხის მომცველია ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ატარებს ამ რეგიონში", - აცხადებს მაჭავარიანი და აქვე დასძინა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთში ბოლო ორ თვეში განხორციელებულ მოვლენებს, რამაც დასავლეთის დამოკიდებულება ოფიციალური მოსკოვის მიმართ შეცვალა.