საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მიესალმება დემოკრატიის განვითარებას რუსეთში. თუმცა, როგორც ვაშაკიძე აცხადებს, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ეს მოსალოდნელი არ არის.
"საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ყოველთვის მიესალმება და მხარს დაუჭერს დემოკრატიული პროცესების განვითარებას ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის ისეთ დიდ და მნიშვნელოვან ქვეყანაში როგორიც რუსეთია. თუმცა, ჩვენ სერიოზული ეჭვი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში რაიმე სერიოზული დემოკრატიულ განვითარებას ჰქონდეს ადგილი, რადგან იქ აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური სისტემაა ჩამოყალიბებული, რომელიც პრინციპულ სირთულეებს წარმოადგენს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით", - განაცხადა ვაშაკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.