საქართველოში გატარებული რეფორმები არა მხოლოდ ყირგიზეთმა, არამედ მეზობელ ქვეყენებმაც უნდა გაიზიარონ. ამის შესახებ ყირგიზეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ომურბეკ აბდარახმანოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილესთან მიხეილ მაჭავარიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები. კერძოდ კი ჩვენ ძალიან გვაინტერესებს თქვანი გამოცდილება რეფორმების კუთხით. ქართული რეფორმები მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან წარმატებული, რომელიც კი არ შეჩერებულა, არამდე ისე გრძლერდება", - აღნიშნა აბდარახმანოვმა.
მისი თქმით, ყირგიზეთში რეფორმების გატარება ახლა იწყება და შესაბამისად საქართველოს გამოცდილბის გაზიარება ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.
„ვთვლით, რომ ეს გამოცდილება ძალიან გამოგვადგება. ვფიქრობთ, რომ საქართველოს გამოცდილების გაზიარება არა მხოლოდ ჩვენთვის, ასევე მეზობელი ქვეყნებისთვისაც სასარგებლო იქნება", - აღნიშნა ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა.
შეგახსნებთ, რომ ყირგიზი დეპუტატები დღესვე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი მელაძესა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს შეხვდებიან.