პორტუგალიაში დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.
"პორტუგალიაში დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით ინფორმაცია ზუსტდება. ამ წუთში ჩვენ დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით პრესაში გავრცელებული ცნობის სახით ფიგურირებს, ამიტომ კომენტარისგან თავს შევიკავებ. თუ მომავალში ეს დაზუსტდა და უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნა, ჩვენ საზოგადოებას გავაგებინებთ", - განაცხადა ვაშაკიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
პორტუგალიის ქალაქ პარია დე როჩაში მძარცველების ოთხკაციანი ბანდა დააკავეს, რომლის ორი წევრი ქართველია. პორტუგალირი მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა ასაკი 30-40 წელია. ორი მათგანი ქართველია, ერთი უკრაინელი, ხოლო ერთის წარმოშობა არ მჟღავნდება.
მძარცველები ძირითადად ბინების ქურდობით იყვნენ დაკავებულნი.
დაკავებისას მათ ნაძარცვი ნივთები ოქროულობა, საათები, ვიდეოკამერა და სხვა ნივთები აღმოაჩნდათ.
მათ ასევე თან ჰქონდათ „მეტალის ხელსაწყოები, რითაც გასაძარცვი ბინების კარებს აღებდნენ", - წერს პორტუგალიური მედია.
დაკავებულები სასამრთლოს წინაშე წარდგებიან.