თბილისში, საიათნოვას ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე გამოძახებულები იყო სახანძრო ბრიგადები. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო 7 სამაშველო-სახანძრო ბრიგადა.
"საიათნოვაზე ცეცხლი საცხოვრებელ ბინას გაუჩნდა, სადაც 5 კვადრატზე ჭერი დაიწვა. ადგილზე 7 სამაშველო ბრიგადა მივიდა და მოხდა ცეცხლის სწრაფი ჩაქრობა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ია ლეშენკომ.
თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ცეცხლსი გაჩენის მიზეზს ვერ ასახელებენ. მიმდინარეობს გამოძიება.