თურქეთში გემის კატასტროფის დროს დაკარგულ ქართველ მეზღვაურს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. სამაშველო ოპერაცია 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
მყვინთავებმა მხოლოდ ორი ცხედრის პოვნა მოახერხეს. მათგან ორივე უკრაინის მოქალაქეა.
მურმან დარსაძე წარმოშობით ფოთიდან იყო. ის სატვირთო გემ "ვერაზე" მუშაობდა. ჯართით დატვირთული "ვერა" თურქეთის სანაპიროებთან ჩაიძირა.