დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი ყირგიზეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდება.
შეხვედრა პარლამენტის დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში გაიმართება, რის შემდეგაც ყირგიზი დეპუტატები საქართველოს პარლამენტის ყირგიზეთის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის შეხვდებიან.
დღევსვე ყირგიზეთის დელეგაცია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი მელაძეს 15:00 საათზე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს 16 საათზე პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში შეხვდებიან.