ახალგაზრდა გოგონა მაკა ქუთელია ექიმ ანზორ ქორიძეს უჩივის. გაზეთ "ქრონიკის" ინფორმაციით, მაკა ქუთელიამ "მიხაილოვში" ცხვირზე ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც სმენა დაკაეგა. მაკა ქუთელია აპირებს ორ უწყებაში - ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსა და მომხმარებელთა ფედერაციაში სარჩელი შიტანოს, რის შემდეგაც გადაწყვეტს მიმართოს თუ არა სასამართლოს.
"ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში მაკა ქუთელია ჰყვება, რომ ოპერაციიდან ორ თვეში დაეწყო სმენის დაქვეითება, რაზეც ექიმებმა უთხრეს, რომ საცობი ჰქონდა. მისი თქმით, საცობი ამოიღო, თუმცა ყოველ ორ თვეში ისევ უჩნდებოდა. ექიმის რჩევით, მან ჩაიტარა მაგისტრალური გამოკვლევა "სმენისა და სასუნთქი გზების სპექტრული ანალიზით". ქუთელიას თქმით, ამ გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ოპერაციის შედეგად მოხდა ევსტახის მილის გადაკეტვა, რითაც ყურს ჟანგბადი მიეწოდება, ამიტომ ლორწო, რაც უნდა მიდიოდეს ცხვირში, მიდის ყურში და გროვდება იქ საცობის სახით.
დაზარალებული ჰყვება, რომ დამემართა ნეფრიტი და უთხრეს, რომ სმენის აღდგენა გამორიცხულია. თუმცა სმენა სამუდამოდ რომ არ დაკარგოს ევსტახის მილის აღსადგენად ოპერაცია სჭირდება.
ქუთელია ამბობს, რომ გამოკვლევების პასუხებით ანზორ ქორიძესთან მივიდა, თუმცა მან თავის კოლეგასთან, შოთა ჯაფარიძესთან გადაამისამართა, რომელმაც უთხრა, რომ ქუთელიას ყურის ანთება ჰქონდა და მოაგვარებდა. დაზარალებული პაციენტი ამბობს, რომ სმენა დღითი დღე უარესდება.
პაციენტის თქმით, ანზორ ქორიძემ ოპერაციის მეორედ გაკეთება შესთავაზა, თუმცა არ დათანხმდა.
"ახლა ავიყვანე ადვოკატი. საუბარია იმაზე, რომოპერაცია აუცილებელია, რომ სამუდამოდ არ დავკარგო სმენა. არ ვიცი, ჯერ რას მოვიმოქმედებ, უკვე ოთხი ათასი ლარი მაქვს დახარჯული და ამაში არ შედის ოპერაციის ხარჯები. ერთი ვიცი, რომ ამ საქმეს ასე არ დავტოვებ და, ალბათ, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში და მომხმარებელთა ფედერაციაში შევიტან საჩივარს", - ამბობს ქუთელია.
"ქრონიკა" წმ. მიხეილის საავადმყოფოს ექიმს, ანზორ ქ ო რ ი ძ ე ს დაუკავშირდა, რომელმაც უპასუხა, რომ პაციენტი მკურნალობას გადის ჯაფარიძესთან და მას არაფრის თქმა არ შეუძლია.