ბოლო სამი წლის განმავლობაში ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების შეტევების შედეგად პაკისტანის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დააიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონის ჟურნალისტთა გამოძიების ბიურო ავრცელებს.
თვითმხილველთა ინფორმაციებზე დაფუძნებული მოხსენება ადასტურებს, რომ ხშირ შემთხვევებში უპოლოტო თვითმფრინავები ხსნიდნენ ცეცხლს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით. რიგ შემთხვევებში განმეორებითი ფრენის დროს იხსნებოდა ცეცხლი იმათ მიმართულებით ვინც დაჭრილთა გადარჩენას ცდილობდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უარყო ის ფაქტი, რომ ავიაშეტევის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა იქნა დაღუპული.
თუმცა ინციდენტები არსებობა ვაშინგტონსა და ისლამაბადს შორის არსებული ურთიერთობის მუდმივ დაძაბვას იწვევს.