პარლამენტში მომავალ კვირას საგაზაფხულო სესია გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად სესია თებერვლის პირველ სამშაბათს, ბიუროს სხდომით იხსნება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტს უფლებამოსილება კონსტიტუციაში შესული ცვლილებების თანახმად 6 თვით გაეზარდა, შესაბამისად პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ დაასრულებს.
როგორც ცნობილია, კონსტიტუციით საპარლამენტო არჩევნების თარიღად 2012 წლის ოქტომბერია განსაზღვრული.