2012 წლის მოწვევის პარლამენტს ახალი რეგლამენტი ექნება. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის, ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, ახალ რეგლამენტზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება და მისი დამტკიცება საგაზაფხულო სესიის დახურვამდე მოხდება.
მისი თქმით, რეგლამენტის თავიდან დაწერა პარლამენტის ქუთაისში გადატანის გამო მოხდა. როგორც დეპუტატი განმარტავს, ქუთაისის ახალ პარლამენტში ყველა დეპუტატს საკუთარი მიკროფონი ექნება და ღილაკზე თითის დაჭერით მათი გამოსვლების თანმიმდევრობას კომპიტერი აღრიცხავს. შესაბამისად, სხდომათა დარბაზში ტრიბუნების და მიკროფონების არსებობის აუცილებლობა აღარ იქნება.
ამასთან, გოგორიშვილი აცხადებს, რომ შეიცვლება რეგლამინტის როგორც ტექნიკური ასევე შინაარსობრივი მხარე, თუმცა, ახალი რეგლამნტის ძირითადი ნაწილი ძალაში 2013 წლიდან შევა ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე, ხოლო მანამდე პერიოდში რეგლამენტთან დაკავსირებით გარდამავალი დებულებების მიღება მოხდება.