2012 წლის მოწევის პარლამენტის რეგლამენტში, მედიისა და პარლამენტის ურთიერთობა გაიწერება.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავჯდომარის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ახალ პარლამენტში სხდომათა დარბაზში ტელეკამერების დაშვება აღარ მოხდება. მისი თქმით, როგორც სხდომათა, ასევე კომიტეტების ჩასატარებელ დარბაზებში ვიდეოკამარები დამონტაჟდება, საიდანაც სიგნალს მიიღებენ ტელევიზიები.
დეპუტატების მტკიცებით, კამერები ისე იქნება განლაგებული, რომ მთელი სხდომათა დარბაზი სრულად გამოჩნდება.
ასევე, ახალ პარლამენტში განთავსდება მედიაცენტრიც, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება ექნებათ. გოგორიშვილის თქმით, აკრედიტირებული ჟურნალისტების პარლამენტში გადაადგილება არ შეიზღუდება.