6 თებერვალს, 14:00 საათზე, ქეთევან წამებულის #96-ში, კონტროლის პალატასთან, ს/მ სოლიდარობა უკანონო პატიმრებს, მოძრაობა „არა" და რამოდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია გამართავს ბრიფინგს, სადაც ლევან ბეჟაშვილის უწყების მისამართით წამოყენებული იქნება რამოდენიმე მოთხოვნა, მათშორის: სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, ნაციონალური მოძრაობის, თბილისის მერიის, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საბიუჯეტო სახსრების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ კონტროლის პალატა ისევე ოპერატიულად და ქმედითად გამოეხმაურება მათ მიმართვას, როგორც ეს მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციის - „სუფთა პოლიტიკის" შემთხვევაში, რომელმაც მოითხოვა ს/მ „ქართული ოცნების" ფინანსური მონიტორინგი.
„ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ცოდნა იმისა, თუ საბიუჯეტო სახსრები (ანუ საქართველოს მოქალაქეების ფული) სად და როგორ იხარჯება", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადების გაკეთების შემდეგ, წერილობითი მიმართვა იქვე ჩაბარდება კონტროლის პალატას.