კლივლენდის კლინიკის (აშშ) თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ ალერგიულები ყველაზე ხშირად აწყდებიან პრობლემებს სექსუალურ ცხოვრებაში. როგორც 30-იდან 40 წლამდე ასაკის 700 ადამიანის გამოკითხვამ აჩვენა, ალერგიული რინიტით დაავადებულ ადამიანთა 83% აღიარებს, რომ დაავადება თუმცა იშვითად, მაგრამ ხელს უშლის სექსუალურ ცხოვრებაში. ხოლო 17% საუბრობს, რომ დაავადება თითქმის ყოველთვის უარყოფითად აისახება მათ სექსუალურ ურთიერთობაზე.
მკვლევარებმა ასევე გაარკვიეს, რომ ალერგიული რინიტი ძალზე ხშირად ძილის დარღვევას იწვევს. სექსუალურ ცხოვრებაზე ალერგიის ზემოქმედების შესამცირებლად, მედიკოსები ურჩევენ თავი აარიდონ ალერგენებთან ურთიერთობას, დახურონ საძინებლის ფანჯრები და არ დაკავდნენ სექსით დაავადების გამწვავების პერიოდში.
ალერგიული რინიტი დაავადებაა, რომელიც დაკავშირებულია ალერგენის შეღწევაზე ცხვირის ლორწოვან გარსში. ის, შესაძლოა, სეზონურად (ხშირად მცენარეთა მტვრის, სოკოვანი სპორის, მწერების ნაწილაკების ჰაერში შერევა) ან მთელი წლის განმავლობაში გამოვლინდეს.