საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალებზე დიდთოვლობის მიუხედავად მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს. რამდენიმე საათში მოიხსნება შეზღუდვა ჯვრის უღელტეხილზე, კერძოდ კი სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე.
დიდთოვლობის გამო ფასანაური-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
რაც შეეხება რიკოთს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მოძრაობა თავისუფალია.