"გაეროს რეზოლუციის პროექტის კენჭისყრა სირიაში არსებული ძალადობის საკითზე შეიძლება სკანდალად იქცეს", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
"თუ მათ სურთ უშიშროების საბჭოში კიდევ ერთი სკანდალი გამოიწვიონ, ჩვენ ამას ვერ შევაჩერებთ ", -განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, ლავროვი იმედოვნებს,რომ პროექტი :"არ იქნება წარდგენილი კენჭისყრაზე, რადგან ჩვენი ცვლილებები ამ პროექტან დაკავშირებით ცნობილია".
ერთ-ერთი ცვლილება გულისხმობს ბაშარ ასადის მიერ ძალაუფლლების დათმობას, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება.
მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციიდან ასადის გადადგომის მოთხოვნა ამოღებულია.
შეგახსნებთ, დღეს, ნიუ-იორკის დროით 9 საათზე, გაეროს უშიშროების საბჭოში განხილულ იქნება რეზოლუციის პროექტი სირიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, რომელიც ანონიმ დიპლომატს ეყრდნობა, დოკუმენტის ტექსტი უკვე გაეგზავნა უშიშროების საბჭოს თხუთმეტივე წევრს.
„რეზოლუციის პროექტიდან ამოღებულია მოწოდება სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მიმართ, რომ მან თანამდებობა დატოვოს", - აცხადებს დიპლომატი.
რეზოლუციის პროექტის ადრინდელ ვერსიებთან დაკავშირებით რუსეთი ცალსახად აცხადებდა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებდა