საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მიუნჰენში უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს. გერმანიაში ქართული დელეგაცია აშშ-დან გაფრინდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ბათუ ქუთელიას განცხადებით, მიხეილ საააკაშვილი მიუნჰენში სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების საკითხებზე რუსული ოკუპაციის პირობებში.
საერთაშორისო კონფერენცია მიუნჰენში, რომლის მიზანია ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით როგორც რუსეთისათვის ასევე აშშ-სათვის შესაძლო კომპრომისული ვარიანტის შემუშავებაა პარასკევს გაიხსნა.
მიუნჰენის საერთაშორისო კონფერენცია - ეს მსოფლიოს სადისკუსიო ფორუმებისგან ერთ ერთი უდიდესი ფორუმია ამ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ბავარიის დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას 40 -ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იღებს.