მსოფლიო ონკოლოგიური დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით (World Cancer Day) ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს.
„მე მომაწოდეს შემაშფოთებელი სტატისტიკა, საქართველოში კიბოს დაავადების გავრცელების შესახებ. (საქართველოში ყოველწლიურად ონკოლოგიური დაავადების შვიდი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, საერთო ჯამში კი ჩვენს ქვეყანაში კიბოთი დაავადებული ოცდაათი ათასი ადამიანი ცხოვრობს). აშკარაა, რომ ქვეყანაში არსებული პროგრამები სრულიად არასაკმარისია ამ სენთან საბრძოლველად და მისი პროფილაქტიკისთვის. ვიცი, რა ძვირია და რა ცოტა ადამიანს აქვს ამ დაავადებასთან ბრძოლის საშუალება, მაგრამ ამ საკითხს ქვეყანა მხოლოდ ქველმოქმედებით ვერ გაუმკლავდება. საჭიროა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების, ჯანდაცვისა და სადაზღვეო სისტემის კოორდინირებული და სწორი მოქმედება, იმისათვის რომ საქართველოში ამ სენით დაავადებული არც ერთი ადამიანი არ დარჩეს სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობის გარეშე. ჯანდაცვის კონცეფციაში, რომელსაც საზოგადოებას შევთავაზებთ, ამ საკითხს აუცილებლად დაეთმობა დიდი ყურადღება"- ნათქვამია განცხადებაში.