დღეს მთავრობის კანცელარიასთან ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებმა თეატრალიზირებული საპროტესტო აქცია გამართეს.
შეგახსენებთ რომ გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ N489 ბრძანებით დაადგინა, რომ ფიზიკურ პირებს თვეში სატელეფონო საუაბარში გახარჯულ ხუთი ლარიდან ეჭრებათ 20 თეთრი ხოლო იურიდიულ პირებს 50 თეთრი. შემოსული თანხა კი მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში შედის.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატები უკანონობას უწოდებენ და მთავროვას მოუწოდებენ რომ სასწრაფოდ შეწყვიტონ მოსახლეობის ჯიბეებში ხელების ფათური და გააუქმონ მიღებული დადგენილება.
„ჩვენი ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში უკანონობას აკანონებს აქედან გამომდიანრე ჩვენ ამ დადგენილებას ვუწოდეთ „დაკანონებული უკანონობა" ამიტომ მინდა ბატონ გილაურს მივმართავთ, სანამ ასეთ უკანონობებს დააკანონებს ხოლმე გაიაზროს რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ასეთმა გადაწყვეტილებებმა ჩვენს მოსახლეობას".განაცხადა ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარემ გიორგი პაპელიშვილმა.