დღეს, 4 თებერვალს, 21:00 საათზე საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე, რომელიც გერმანიაში სამედიცინო გამკვლევენის ჩასატარებლად იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოში განუცხადეს, ილია მეორეს აეროპორტში სასულიერო პირები და მრევლი დახვდება.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი , მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე გერმანიაში 22 იანვარს გეგმიური პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევებისთვის გაემგზავრა.