,,განახლებული საქართველოსთვის" ლიდერები მთელი კვირის განმავლობაში მართავდნენ შეხვედრებს მხარდამჭერებთან გურიასა და სამეგრელოში. გაიხსნა ლანჩხუთისა და ხობის პარტიის რაიონული ორგანიზაციები. ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩეულია ალექსანდრე მახათაძე, ხობის რაიონულ ორგანიზაციას უხელმძღვანელებს ნუგზარ შუშანია, პროფესიით ეკონომისტი.
ხვალ 4 თებერვალს პარტიის ლიდერი ნანა გულუა და გუნდის წევრები შეხვდებიან მხარდამჭერებს გარდაბნის რაიონში და დააფუძნებენ რაიონულ ორგანიზაციას. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ,,განახლებული საქართველოსთვის" რაიონული ორგანიზაციების დაარსება მცხეთა-მთიანეთის რაიონში, იმერეთსა და კახეთში.