ტელერადიოკომპანია "ბი-ბი-სის" ეთერში ფილმ "პუტინი, რუსეთი და დასავლეთი"-ს მესამე ნაწილი გავიდა, რომელიც მთლიანად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეხება. ფილმის ეს სერია მთლიანად რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებს დაეთმო - ვარდების რევოლუციიდან დაწყებული ვიდრე 2008 წლის 8 აგვისტოს ომამდე.
ფილმის ავტორები შეეცადნენ გაერკვიათ კონფლიქტის დაწყების მიზეზი და აღედგინათ იმ მოვლენების ჯაჭვი, რომელიც ომს უძღვოდა წინ. ფილმში აღნიშნულია, რომ საქართველოში შექმნილი კრიზისი, გახდა ყველაზე დიდი გამოცდა რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში ცივი ომის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ამ ფილმ "პუტინი, რუსეთი და დასავლეთი"-ს კომენტირებისას, ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მასში ფაქტობრივად აღიარებულია, რომ მაგალითად "ნარინჯისფერი რევოლუცია" უკრაინაში რიგი დასავლური ქვეყნების მიერაა ორგანიზებული.