ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშო ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა, სადაც მის კოლეგას, უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრსა და საქართველო-უკრაინის ერთობლივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის თანათავმჯდომარეს სერგეი ტიგიპკოს შეხვდება.
გიორგი ბარამიძე, ასევე, მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პატრიარქის მღვდელმთავრობის 50 და კიევის კათედრაზე აღსაყდრების 45 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.