დღეს, 10 იანვარს, 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ რუსეთის მიმართულებით აღდგენილი ავიაფრენების ბოლო რეისი შესრულდება.
ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია "აირზენა საქართველოს ავიახაზები" ასრულებს.
თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12:30 საათზე გაფრინდება და მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში, 2 საათში დაეშვება.
რუსეთის საავიაციო ხელისუფლებისგან ~აირზენამ~ 8, 9 და 10 იანვარს პირდაპირი ავიარეისების განხორციელებაზე თანხმობა გასული წლის 31 დეკემბერს მიიღო.
ავიაკომპანიაში იმედოვნებენ, რომ ჩარტერული რეისების შესრულებას 16, 20 და 24 იანვარსაც შეძლებენ.