საქართველოს პრეზიდენტი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილს უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სკოლის დეკანი კეროლ ლანკასტერი და ევრაზიის რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის დირექტორი ანჯელა სტენტი მასპინძლობდნენ. შეხვედრას 700-მდე ადამიანი ესწრებოდა. იქ იმყოფებონენ სხვა და სხვა შტატში მცხოვრები ქართველები, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სტუდენტები და ამერიკელი პოლიტილოგები.
პრეზიდენტმა საქართველოს ისტორიაზე, ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებზე, რეფორმებსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ბარაკ ობამსათან და შეერთებული შტატების ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრებსა და ამ შეხვედრებზე განხილულ საკითხებზე.
"ამერიკა ჩვენი აზრით, მსოფლიოსთვის სასიკეთოდ დიდი ძალაა. ნებისმიერი ადგილიდან, მოსკოვის ცენტრში ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობის რევოლუციები და, სადაც წელს ხდება ცვლილებები, გირჩევთ დააკვირდეთ, რომ ამ ადამიანებისთვის ამერიკა არის შთაგონება. ასევე ამერიკა იყო შთაგონება ჩემი ხალხისა და მის გარშემო მცხოვრები მოსახლეობისთვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ დარბაზში შეკრებილებთა შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა რუსეთ-საქართველოს ამჟამინდელ და სამომავლო ურთიერთობებს, ასევე განხორციელებულ რეფორმებს. სააკაშვილმა საპასუხოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა, ასევე საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, დანაშაულის შემცირებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ჯანდაცვისა და განათლების სისტემების მოდერნიზებაზე.