სამარშრუტო ხაზებზე, რომლის მგზავრობის ღირებულება 60 თეთრს შეადგინდა, გაძვირდა. არსებული ინფორმაციით, ღირებულებამ 20 თეთრით მოიმატა და 80 თეთრი შეადგინა. ამ სამარშრუტო ხაზებს შორის არის # 120, რომელიც "ზე-ემ-კის" დასახლებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით და პირიქით მოძრაობს; #170-ზე რომლის მარშრუტიც ვარკეთილიდან ასევე კოლმეურნეობის მოედნამდეა და #176-ზე, რომელიც ორთაჭალა-მეტროსადგურ სამგორს შორის გადის მარშრუტს. ფასებმა დღეს დილით მოიმატა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" # 120 სამარშუტო ხაზის მძღოლებმა განუცხადეს, ეს გადაწყვეტილება ფასის გათანაბრების მიზნით იქნა მიღებული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მარშრუტებზე სხვა მარშუტებთან შედარებით ფასი ყოფელთვის ნაკლები იყო.