საპრეზიდენტო არჩევნებში ამ დროისთვის კვლავ მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, 3025 საარჩევნო უბნის მიხედვით.
ბოლო მონაცემებით, ამომრჩევეთა ხმები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ასე გადანაწილდა:
1. ლევან გაჩეჩილაძე 25,15% _ 440 128 ხმა.
2. არკადი პატარკაციშვილი 6,68% _ 116 904 ხმა.
3. დავით გამყრელიძე 3,9% _ 68 319 ხმა.
4. შალვა ნათელაშვილი 6,32% _ 110 576 ხმა
5. მიხეილ სააკაშვილი 51,99% _ 909 740 ხმა.
6. გიორგი მაისაშვილი 0,74% _ 12 995 ხმა.
7. ირინა სარიშვილი 0,19% _ 3 378 ხმა.
შედეგების საბოლოო შეჯამებამდე ცესკო-ს კიდევ 7 დღე აქვს