თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ვაზიანი-სართიჭალის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაოვა უახლოეს საათებში აღდგება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საპატრულო პოლიციის უფროსმა გიორგი გრიგალაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გზის ამ მონაკვეთზე განწმენდითი სამუშაო დილიდან მიმდინარეობს.
"გზა გაიხსნა ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის მიმართულებით. საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია აგრეთვე სტეფანწმინდა-ლარსის, არაგვისპირი-გუდაურის და კობი-სტეფანწმინდის მიმართულებით.
"რაც შეეხება კობი-გუდაურის მონაკვეთს, იქ ზვავსაშიშროებაა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაო", - განაცხადა გრიგალაშვილმა.