რუსეთი საქართველოსთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა გააკეთა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განცხადება ვაშინგტონში ქართულ-ამერიკული სამიტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას გააკეთა, რომელზეც გადაწყდა, რომ საქართველოში ამერიკული იარაღის მიწოდება უნდა განახლდეს.
"ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგნი ვართ სააკაშვილის რეჟიმისათვის იარაღის ნებისმიერი მიწოდებისა და თუ ამგვარი გადაწვეტილება მართლა იქნა მიღებული, ეს მნიშვნელოვნად დესტაბილიზებას მოახდებს კავკასიაში არსებული სიტუაციისა", _ აცხადებს ანტონოვი.