"ტოპ გოგოს" გამოსავლენად ჩატარებულ კასტინგში სალომე ღვინიაშვილს მოდელები არ მოეწონა. ამასთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენს" ღვინიაშვილმა განუცხადა.
"ქათინგი ორდღიანია. პირველი გუშინ ჩატარდა და ძალიან არ მომეწონა წარდგენილი გოგოები. ვიმედოვნებ დღეს მაინც, მოვლენ ლამაზი გოგონები. ქასთინგი რამდენიმე წუთში იწყება და პროექტის მონაწილეები დიდი მონდომებით ველოდებით", - განაცხადა ღვინიშავილმა.
ცნობისთვის, გოგონების შესარჩევი პირველი დღე გუშინ მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა. "ტოპ გოგო" პირველი ქართული რეალითი შოუსთვის "კიკალას" სტუდიოს დამფუძნებელი, გიორგი კიკალიშვილი, რეჟისორი გოჩა კაპანაძე და მოდელი სალომე ღვინიაშვილი 400 კონკურსანტიდან 30 მონაწილეს გამოავლენენ.
პროექტის მონაწილე 13 კონკურსანტს სპეციალურად ბრიტანეთიდან მოწვეული ჟიური დაასახელებს. 6 თვიან სატელევიზიო შოუს ფარგლებში მოდელები სხვადასხვა ჩვენებაში და ფოტოსესიაში მიიღებენ მონაწილეობას. მოდელებს ყოველი კვირის მანძილზე სპეციალური დავალების შესრულება მოუწევს. პროექტის დასასრულს სამი ფინალისტი ლონდონში გაემგზავრება. იქ კი გამარჯვებულს სამოდელო სააგენტო "ტოპ მოდელსი" გამოავლენს.
ახალი რეალითი შოუ "რუსთავი 2"-ზე გაზაფხულზე დაიწყება.