უამინდობის გამო საქართველოში 65 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მაღალი და დაბალი ძაბვის გადამცემი ხაზები თითქმის ყველა რეგიონშია დაზიანებული.
"ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები აღდგენით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ. სამუშაოების ჩატარებას ხელს ცუდი ამინდი უშლის. "ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ აბონონტების ნაწილი დღეს ჩაირთვება.