უკრაინის პრემიერმა იულია ტიმოშენკომ მიხეილ სააკაშვილს 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
სატელეფონო საუბარში იულია ტიმოშენკომ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოში ჩამოვა.
მილოცვა სააკაშვილმა გუშინ ლიტვის და ყაზახეთის პრეზიდენტებისგანაც მიიღო.