მოკლული ჩეჩენი მებრძოლის ასლან მასხადოვის თანამებრძოლი ემილხან სადაევი, რომელიც ამჟამად შვედეთის ქალაქ ფლენის სადეპორტაციო ციხეში იმყოფება საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ემილხან სადაევს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი კოდექსით ედება ბრალი. საქართველოს რუსულენოვანი არხისათვის "პიკი"სათვის მიხემულ ინტერვიუში ემილხან სადაევი აცხადებს, რომ შვედეთის ხელისუფლება მის დეპორტაციას რუსეთში აპირებს, სადავ მას "წამება და სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა ემუქრება".
"ჩვენთვის ცნობილია თქვენი წვლილის შესახებ ჩვენი მრავალტანჯული ხალხის გადარჩენის საქმეში. საქართველოში რუსეთის მთავრობის განუკითხაობას მრავალმა ჩეჩენმა შეაფარა თავი. დიდი სიამოვნებით ვინებოდი დეპორტირებული თქვენს ქვეყანაში", _ ნათქვამია წერილში, რომელიც ემილხან სადაევმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა.