დიდთოვლობის გამო ტრავმატოლოგიურ განყოფილებებში მოსახლეობის მიმართვიანობა ორჯერ გაიზარდა. კლინიკები მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
24 საათის განმავლობაში თბილისის მე-5 საავადმყოფოს სხეულის სხვადასხვა დაზიანებითა და ტრავმებით 28 პაციენტმა მიაკითხა. მათ ძირითადად კიდურებისა და სახის ძვლების ტრავმები აღენიშნებათ.
სამი მათგანი სტაციონარში მოათავსეს, რომელთაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდებათ. პაციენტების უმრავლესობას სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები დაცემის შედეგად აქვთ მიღებული. ექიმები მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.