"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე და პარტიის საერთშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდნენ. წამომადგენელთა პალატის წევრებთან - მაკინტაიერთან და ბლექბერნთან საუბრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, უსაფრთხოების საკითხები, დემოკრატიული პროცესის შეუქცევადობა და თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება იყო.
გიორგი თარგამაძემ ხაზი გაუსვა კონგრესში საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვის შესახებ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურება, რეგიონში უსაფრთხოების გარანტიებს გაზრდის.
"ქრისტიან-დემოკრატების" ვიზიტი აშშ-ში 26 იანვარს დაიწყო. გიორგი თარგამაძემ და და პარტიის საერთაშორისო მდივანმა გიორგი რუხაძემ უკვე გამართეს შეხვედრები სენატსა და კონგრესში, სახელმწიფო დეპარტმანტში, ეროვნულ-დემოკრატიულ და რესპუბლიკურ ინსტიტუტებში, სამთავრობო სტრუქტურებში. პარტიის ლიდერები ინდივიდუალურ რეჟიმში ესაუბრნენ სენატორ მაკკეინს.
ვიზიტის ფარგლებში ქდმ-ს ლიდერები როკვილის ქართულ ეკლესიაში წირვას დაესწრნენ და იმავე დღეს ვაშინგტონში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ.
დღეს გიორგი თარგამაძე აშშ-ს პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან საუზმეზეა მიწვეული.