დღეს იოსებიძის ქუჩაზე, სპორტული სკოლა „საბურთალოს" კედელი ჩამოინგრა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, დაზარალებული არავინაა, ხოლო ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამასხური და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.