რუსეთის ფედერაციას საქართველოს მხრიდან ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხის დარეგულირების შესახებ შემოთავაზება არ მიუღია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" რუსეთის სანიტარული სამსახურის უფროსზე, გენადი ონიშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენ არ გვსმენია არანაირი შემოთავაზების შესახებ საქართველოს მხრიდან ამ საკითხზე. ბოლო წინადადება და ისიც უფრო პოლიტიკური ოქტომბერში იყო", _ აღნიშნა ონიშჩენკომ.
რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მზადყოფნა გამოხატა მოლაპარაკებებისთვის.
"თუ ამის სურვილი იქნება, ჩვენ მზად ვართ, გამოვთქვათ შეთავაზებები, მხოლოდ ისეთივე რეჟიმით, როგორც მოლდავეთის წარმომადგენლობასთან გვაქვს", _ დასძინა ონიშჩენკომ.
მისივე თქმით, საქართველოსა და მოლდავეთში არაკვალიფიციური ადამიანების ბაზარზე გამოჩენით ჭეშმარიტი მეღვინეები სიტუაციის მძევლებად იქცნენ.