საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების პირევლადი შეფასება გააკეთა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საიას თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ განაცხადა, პირველადი შეფასებით, არჩევნები შედგა, თუმცა საარჩევნო პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
უნდა მოხდეს შედეგების შეჯამება, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა იურისტები შემაჯამებელ დასკვნებს გააკეთებენ.
"ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ რომ არჩევნები შედგა, თმუცა ჩვენ დავწერეთ 230-მდე საჩივარი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში არსებულ დარღვევებს შეეხებოდა. მათ შორის იყო ისეთი საარჩევნო დარღვევები როცა უბანზე საარჩევნო ყუთი არ იყო დალუქული. ჩვენი საჩივრები იძლევა იმის საფუძველს რომ რამდენიმე უბანზე არჩევნების შედეგები ბათილად იქნას გამოცხადებული" - განაცხადა საიას თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ.
იგი ცესკოს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონით გათვლისწინებულ ფარგლებში და ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულ მონაცემებს დაამატოს ის საჩივრები, რომელიც ამა თუ იმ უბანთან მიმართებაში იწერება. ჩხეიძის თქმით ცესკოს აღნიშნულ მოთხოვნას კანონი ავალდებულებს.
5 ინავრის არჩევნებს საქართველოს რაიდენმე რეგიონში კერძოდ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ხელვაჩაურის დიდ უბნებზე საქართველოს ახალგაზრდა ასოციაციის 400-მდე დამკვირვებელი ესწრებოდა.