საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" საგაზაფხულო სესიაზე პოლიტიკური პარტიების მიმართ გამკაცრებული კანონების "გონივრულ ფარგლებში" დაბრუნებას შეეცდება. ამის შესახებ დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქციის ახალმა თავმჯდომარემ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ფრაქცია შეიქმნა, ხელისუფლებამ პირველი, რაც გააკეთა, ეს იყო მათი საერთაშორისო ასპარეზს ჩამოშორება.
"ამ ხუთი თვის განმავლობაში ჩემი მიზანი იქნება საერთაშორისო ტრიბუნის დაბრუნება, ასევე სამართლებრივ რევიზიას გაუწევთ იმ კანონებს, რომლებშიც შესული ცვლილებები ყოველგვარ გონივრულ საზღვრებს სცდება", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ კანონებთან დაკავშირებით, ფრაქცია საკანონმდებლო ინიციატივებს შეიმუშავებს მათი "გონივრულ ფარგლებში" დასაბრუნებლად.
დეპუტატის თქმით, მისი ფრაქციის თავმჯდომარეობა ხელს არ შეუშლის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრობას.