ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობამ 51.7 % შეადგინა.
რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, ლევან გაჩეჩიალაძეს, მისი პროცენტული მაჩვენებელი 25.4 -ია.
სხვა კანდიდატების მაჩვენებლები კი ასეთია: არკადი პატარკაციშვილი _ 6.5%; დავით გამყრელიძე _ 4.0%, შალვა ნათელაშვილი _ 6.4%; გიორგი მაისაშვილი _ 0,8%; ირინა სარიშვილი _ 0.3%.