სარტანსპორტო საშუალებების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოთ გადაადგილების მიზნით, თბილისის 1200-მდე ქუჩაზე გაწმენდითი სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს.
მერიის დასუფთავების სამსახური 24 საათის გამავლობაში ქალაქის მთელს ტერიტორიაზე გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს, უკვე დაყრილია 1300 ტონა ტექნიკური მარილი ქალაქის გარე უბნებში, ცენტრალურ მაგისტრალებზე და ტროტუარებზე. 90 ერთეული ტექნიკა და 300 თანამშრომელი მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდა.
გადაადგილების პრობლემის შემთხვევაში მოქალაქეს შუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე 2-72-22-22 დასუფთავების სამსახურის ჯგუფები ოპერატიულად მოახდენენ რეაგირებას.