ქართველი მეზღვაურის ვინაობა, რომელიც თურქეთში გემზე მომხდარ კატასტროფას შეეწირა, ცნობილია. მურმან დარსაძე წარმოშობით ფოთიდან იყო. ის სატვირთო გემ "ვერაზე" მუშაობდა.
ჯართით დატვირთული "ვერა" თურქეთის სანაპიროებთან ჩაიძირა. მაშველებმა ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლეს, რვას კი ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.