საქართველოში 3 თებერვლიდან გამოიდარებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განუცხადა. მისი თქმით, დღეს საღამოდან, თბილისში ნავარაუდევია, რომ თოვა შეწყდება და უნალექო ამინდები იქნება, თუმცა ქარი იქროლებს.
"ასეთი ამინდი თბილისში შენარჩუნდება დღეს საღამომდე. დღის ბოლოსთვის გაძლიერდება დასავლეთის მიმართულებით ქარი. ითოვებს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში. 3 თებერვლიდან გამოიდარებს მთელი საქართველოს მასშტაბით", - განაცხადა გვაზაბამ.
მისი თქმით, დასავლეთში 8 თებერვლამდე უნალექო და დღისით ტემპერატურის მომატებაა ნავარაუდევი.
"რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს. 4 თებერვალს კახეთსა და თბილისში მოსალოდნელია მცირე თოვლი იყოს", - აღნიშნა გვაზავამ.