საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის მოვალეობას დღეიდან დიმიტრი ლორთქიფანიძე შეასრულებს. ამის შესახებ ყოფილმა თავმჯდომარემ გია ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ფრაქციის წესდების თანახმად თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის ვადა დღეს ამოეწურა და ის ფრაქციის მდივნის მოვალეობას შეასრულებს.
ცაგარეიშვილის თქმით, ლორთქიფანიძე დღეიდან უკვე შეუდგება მოვალეობის შესრულებას, ხოლო 7 თებერვალს საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე ბიუროზე ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლის შესახებ ცნობას წარადგენენ.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრაქციის მუშაობის ხუთთვიანი პერიოდი შეფასა და აღნიშნა, რომ მის შექმნას წინააღმდეგობა შეხვდა, როგორც უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან.
"ფრაქცია ხუთი თვის განმავლობაში 12 თემატური შეხვედრა ჩაატარა, ასევე როგორც გახსოვთ ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასევე საარჩევნო კოდექსის იმ სახით მიღებას, რომელიც პარლამენტმა დახლებით ერთი თვის წინ დაამტკიცა", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, ფრაქციის კარი კვალავ ღია რჩება როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრებისთვის.
"გეპატიჟებით ყველას, როგორც უმრავლესობიდან, ისე ე.წ. უმცირესობიდან და პირობას გაძლევთ, რომ გაპატიებთ რაც ჩაიდინეთ და არ გაგიხსენებთ ჯერჯერობით", - აღნიშნა დეპუტატმა.