საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს უარი თქვა იმის გამორიცხვაზე, რომ შეიძლება პრემიერ-მინისტრი გახდეს და განაცხადა, რომ მას არ უნდა საკუთარი თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად აქციოს (lame duck) იმ დროს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თითქმის ორი წელი დარჩა. ამის შესახებ The Washington Times წერს სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.
"იმდენი რამეა, რამაც შიძლება ბევრი თაობის სიცოცხლე შეცვალოს მომავალი ათწლეულების განმავლობაში, რომ ყველაზე ნაკლებად ის მინდა ჩემს მომავალზე სპეკულაციებით თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად ვაქციო (lame duck)", - განაცხადა სააკაშვილმა.
სტატიის მიხედვით, 44 წლის პრეზიდენტს, რომელიც 2004 წელს აირჩიეს თანამდებობაზე მას შემდეგ, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში "ვარდების რევოლუცია" მოხდა, აკრძალული აქვს მესამე ვადით თანამდებობაზე დარჩენა.
The Washington Times წერს, რომ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა მისი და რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის შედარებაზე. პუტინი 2000-2008 წ.წ. რუსეთის პრეზიდენტი იყო და მარტში შეეცდება კრემლში მესამე ვადით მოვიდეს.
"ხანდახან ხალხი მეკითხება, "შენ პუტინად ყოფნას აპირებ?" განაცხადა სააკაშვილმა. "საქართველოს იმთავითვე არ შეიძლება ჰყავდეს პუტინი იმიტომ, რომ საქართველო რუსეთი არ არის - ა, და ბ- ჩვენ ზუსტად ახლა ვაკეთებთ ისეთ რაღაცას, რაც სამუდამოდ გამორიცხავს პუტინის მსგავსი მოვლენების არსებობას საქართველოში."