ის, რაც ხდება ჩრდილოეთ აფრიკაში, იმედი მაქვს მოხდება რუსეთშიც. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო ბანკში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს შესახებ წიგნის პრეზენტაციისას გაიხსენა ბარაკ ობამასთან შეხვედრაც.
"ბარაკ ობამას სიტყვებია საქართველო რეგიონისთვის დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მოდელი გახდა და სხვა ქვეყნებშიც იტყვიან, რომ თუ საქართველომ შესძლო ამის გაკეთება ამას ჩვენც შევძლებთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს შესახებ წიგნის სახელწოდებაა "ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საჯარო სამსახურში - საქართველოს რეფორმების ქრონიკა". წიგნის ავტორია მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ასად ალამი.
როგორც ასად ალამმა წიგნის წარდგენისას განაცხადა, წიგნი საქართველოში გატარებული რეფორმებს და ანტიკორუფციული ღონისძიებებს ასახავს.
"წიგნში შესული ინფორმაცია ეფუძნება ყოფილი და ახლანდელი მაღალი საჯარო მოხელეების გამოცდილებას. წიგნში ასახულია რვა საჯარო სამსახურის კვლევა, რომლებშიც ანტიკორუფციული ზომები განხორციელდა. წიგნში აღნიშნულია, რომ საქართველოს კორუფციასთან ბრძოლა ათმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორისაა პოლიტიკური ლიდერების სურვილი, მთავრობის შიგნით მჭიდრო თანამშრომლობა და საერთაშორისო გამოცდილების მორგება რეალობაზე, ასევე ტექნოლოგიისა და კომუნიკაციის სტრატეგიული გამოყენება", - განაცხადა ასადმა.