1022 საარჩევნო უბნის შედეგების დათვლის შედეგად, Aარც ერთ პრეზიდენტობის კანდიდატს 50%-იანი ზღვარი არ გადაულახავს., რაც ძალაში ტოვებს მეორე ტურის შესძლებლობას.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის მაჩვენებელმა და 49,54 %რ შეადგინა.
რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, ლევან გაჩეჩიალაძეს, მისი პროცენტული მაჩვენებელი 25,39-ია.
სხვა კანდიდატების მაჩვენებლები კი ასეთია: არკადი პატარკაციშვილი _ 7,42%; შალვა ნათელაშვილი _ 7,21%; დავით გამყრელიძე _ 3,71%, გიორგი მაისაშვილი _ 0,83%; ირინა სარიშვილი _ 0.16%.
ცესკო მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ მონაცემებს დაახლოებით 21 საათისთვის გაავრცელებს.